ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიმდინარე წლის 29 მაისს ცვლილება შევიდა „ტექნიკური რეგლამენტის – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებაში

მიმდინარე წლის 29 მაისს ცვლილება შევიდა „ტექნიკური რეგლამენტის – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებაში

: 2023-05-31
: სიახლეები

მიმდინარე წლის 29 მაისს ცვლილება შევიდა „ტექნიკური რეგლამენტის – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებაში. 

აღნიშნული ცვლილების მიხედვით:

  •  მწარმოებელმა, ლაქ-საღებავების ეტიკეტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ბაზარზე განთავსებამდე, ქართულ ენაზე უნდა დაიტანოს ფრაზა, რომ „პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ აღემატება 90 ppm (0,009%)-ს" (იმპორტირებული ლაქ-საღებავების შემთხვევაში, იმპორტის შემდეგ, ლაქ-საღებავების მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობამდე).
  • მწარმოებელი ვალდებულია, ლაქ-საღებავის შეფუთვაზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. ანალოგიური ვალდებულება აქვს იმპორტიორსაც, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უნდა დაიტანოს მხოლოდ ქართულ ენაზე.
  • ლაქ-საღებავებზე არ მოითხოვება იმპორტის წინასწარი შეტყობინების შესახებ განცხადების წარმოდგენა, თუმცა, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.
  • გამონაკლისის სახით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავის მიწოდება მხოლოდ კონკრეტულ ობიექტებში გამოყენების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს გამაფრთხილებელი ფრაზა: „ფრთხილად! შეიცავს ტყვიას!" და აღნიშნული ლაქ-საღებავი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.

 

ზემოხსენებული დადგენილება ძალაში შედის 2023 წლის 1 ივლისიდან.





ცხელი ხაზი:
14 83


სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00

მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. # 8 მე-4 სართული ქ. თბილისი

https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ slot88 https://fp.unib.ac.id/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/toko/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/sthai/ https://faperta.unib.ac.id/system/sidemo/ https://fp.unib.ac.id/assets/fp-gacor/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/