სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო აგრძელებს საინფორმაციო შეხვდრებს სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორებთან |
: 2023-07-13 : სიახლეები |
2023 წლის 18 აპრილს ცვლილება შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში და აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დაფარულ 5 სამშენებლო პროდუქტს დაემატა 17 ახალი სამშენებლო პროდუქტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით გრძელდება შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წლის 4 ივლისს ქ. ბათუმში, სასტუმრო „მონარქში" ევროკავშირის პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობის პროგრამის" (AA Facility) მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დასავლეთ საქართველოში დაფუძნებულ იმპორტიორებთან და მწარმოებლებთან. შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე ეკონომიკური ოპერატორის წარმომადგენელი, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია რეგლამენტით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ.
აღნიშნულ 17 სამშენებლო პროდუქტზე საზედამხედველო ღონისძიებები სრულად 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.