ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიმდინარე წელს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 98 ტიპის ლაქ-საღებავი შეამოწმა

მიმდინარე წელს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 98 ტიპის ლაქ-საღებავი შეამოწმა

: 2023-10-16
: სიახლეები

2023წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა „ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ქიმიური ნივთიერების ტყვიის და მისი ნაერთების დასაშვები ზღვრული რაოდენობის შემცველობის შესახებ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე, კერძოდ: ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 90 ppm-ზე (ანუ 0.009%) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.

ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან დღემდე ადგილობრივ ბაზარზე შემოწმდა 20 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 98 ტიპის ლაქ-საღებავი, რომლებიც გაიგზავნა შესაბამის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში „ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

შემოწმებული ლაქ-საღებავებიდან მხოლოდ სამმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები - მათში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დასაშვებ ნორმას.

ლაბორატორიული შედეგებიდან გამომდინარე, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ გამოსცა დადგენილება 3 ტიპის ლაქ-საღებავის ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ.

დეტალურად, თითოეულ ლაქ-საღებავზე შეუსაბამობების ნახვა შესაძლებელია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებ-გვერდზე, საფრთხის შემცველი პროდუქტების ველში.





ცხელი ხაზი:
14 83


სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00

მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. # 8 მე-4 სართული ქ. თბილისი

https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/ladangtoto/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/jarwo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/riki/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/zeus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/thailand/ https://bkpsdm.melawikab.go.id/ovo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/agus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/assets/gopay/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/s777/ http://munabskp.bandungkab.go.id/vendor/motor138/ https://iqtishod.staimasi.ac.id/js/controllers/motor138/ https://tadib.staimasi.ac.id/produk/motor138/ https://motor138.org/