ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა

: 2023-11-16
: სიახლეები

2023 წლის 14 ნოემბერს, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება" სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა. შეხვედრაზე მხარეებმა დაამტკიცეს სამუშაო გეგმა და განიხილეს პროექტის როლი, საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად განსახორციელებელი რეფორმების დღის წესრიგის კუთხით.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ლიეტუვის რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო უწყების (SCRPA), პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურის (UOKiK), გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს (BMWK), საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება" დაიწყო 2023 წლის ოქტომბერში და მისი მიზანია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (MSA) შემდგომი მხარდაჭერა ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფისა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების, გაძლიერების გზით.

დაძმობილების პროექტი ხორციელედება ლიეტუვის რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო უწყების (SCRPA) მიერ, პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურსა (UOKiK) და გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალურ სამინისტროსთან (BMWK) პარტნიორობით.

ცნობისთვის, „დაძმობილების პროექტი" არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ევროკავშირის ინსტიტუციური თანამშრომლობის ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორის ექსპერტულ ცოდნას თანასწორი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მეშვეობით კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.







ცხელი ხაზი:
14 83


სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00

მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. # 8 მე-4 სართული ქ. თბილისი

https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/ladangtoto/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/jarwo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/riki/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/zeus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/thailand/ https://bkpsdm.melawikab.go.id/ovo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/agus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/assets/gopay/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/s777/ http://munabskp.bandungkab.go.id/vendor/motor138/ https://iqtishod.staimasi.ac.id/js/controllers/motor138/ https://tadib.staimasi.ac.id/produk/motor138/ https://motor138.org/