ინფორმაცია მომხმარებლებისთვის |
მომხმარებლის უფლებები:
1)მომხამრებელი უფლებამოსილია სავარუდო საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობიის სააგენტოს რეაგირებისათვის კონფიდენციალურობის პირობების დაცვით.
2)მომხმარებელს აქვს უფლება მოიხმაროს მხოლოდ ისეთი პროდუქტი, რომელიც უსაფრთხოა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და საკუთრებისთვის.
3)მომხმარებელი უფლებამოსილია აირად საწვავზე მომუშავე მოწყბილობების გამაფრთხილებელ ნიშნებს, ასევე ინსტრუქციას და უსაფრთხო მოხმარების წესებს გაეცნოს სახელმწიფო ენაზე.
4)მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს ვის მიერ წარმოებულ და იმპორტირებულ სამომხმრაბელო პრდუქტს მოიხმარს და საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს მათთან დაკავშირების შესაძლებლობა.
5)მომხმარებელი აქვს უფლება მოიხმაროს მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელიც შემოწმებულია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, სანდო და შესაბამისი კომპეტენციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირების მიერ.
პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
1)პროდუქტზე და მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის მონაცემები (სახელი, სავაჭრო სახელი ან ნიშანი და საფოსტო მისამართი), პროდუქტის ტიპი, სერია, პარტია და მოდელის ნომერი.
2)პროდუქტს თან უნდა ახლდეს უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, მოხმარების და დამონტაჟების ინსტრუქციები ქართულ ენაზე.
3)პროდუქტზე ან შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს იმპორტიორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფრომაცია.
4)პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის მონაცემები.
5)პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს მოწყობილობის კატეგორია, იმ გაზის ტიპი რომლისთვისაც არის განკუთვნილი, გაზის წნევა, ელექტორნული კვების ტიპი და აუცილებელი გაფრთხილებები პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით.
6)პროდუქტზე ინფრომაცია იმგვარად უნდა იყოს დატანილი, რომ აღსაქმელად და გასარჩევად იყოს მარტივი.