ინფორმაცია მომხმარებლებისთვის |
მომხმარებლის უფლებები:
1)მომხამრებელი უფლებამოსილია სავარუდო საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობიის სააგენტოს რეაგირებისათვის კონფიდენციალურობის პირობების დაცვით.
2)მომხმარებელს აქვს უფლება მოიხმაროს მხოლოდ ისეთი პროდუქტი, რომელიც უსაფრთხოა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და საკუთრებისთვის.
3)მომხმარებელი უფლებამოსილია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამაფრთხილებელ ნიშნებს, ასევე ინსტრუქციას და უსაფრთხო მოხმარების წესებს გაეცნოს სახელმწიფო ენაზე.
4)მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს ვის მიერ წარმოებულ და იმპორტირებულ სამომხმრაბელო პრდუქტს მოიხმარს და საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს მათთან დაკავშირების შესაძლებლობა.
5)მომხმარებელი აქვს უფლება მოიხმაროს მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელიც შემოწმებულია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, სანდო და შესაბამისი კომპეტენციის მქონე შემფასებელი პირების მიერ.
პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: 1)პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის მონაცემები (სახელი, სავაჭრო სახელი ან ნიშანი და საფოსტო მისამართი), პროდუქტის ტიპი, სერია, წარმოების წელი (საჭიროებისამებრ). 2)პროდუქტზე, შეფუთვასა ან თანდართულ დოკუმენტაციაზე დატანილ უნდა იყოს მწარმოებლის საკოტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე. 3)პროდუქტზე ან შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს იმპორტიორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფრომაცია. იმპორტიორი ვალდებულია საკონტაქტო ინფორმაცია დაიტანოს ქართულ ენაზე. 4)პროდუქტს თან უნდა ახლდეს უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია და მოხმარების ინსტრუქციები ქართულ ენაზე. 5)პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს ის სტანდარტი რომელის მიხედვითაც არის შემოწმებული პროდუქტი და შესაბამისობის შემფასებელი პირის მონაცემები. ასევე ზომა და მატერიალური მახასიათებლები. 6)პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს იმ საფრთხეების პიქტოგრამები, რომელთაგან დასაცავადაც გამოიყენება ინდივიდუალური დაცვის საშუალება.