შესაბამისობის დეკლარაცია |
შესაბამისობის დეკლარაცია (Declaration of Conformity)
მწარმოებელი ვალდებულია აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების/საამწყობრო ნაწილების ბაზარზე განთავსებამდე შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია (declaration of conformity)
შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი მონაცემებისგან:
DECLARATION OF CONFORMITY No/ შესაბამისობის დეკლარაცია N… () დეკლარაციის ნომრის მითითება ნებაყოფილობითია
1. Appliance or fitting/appliance or fitting model (product, type, batch or serial number): მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი/მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მოდელი (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი)
დეკლარაციის პირველ პუნქტში სავალდებულოა მოწყობილობის/საამწყობრო ნაწილის მონაცემების მითითება, როგორიც არის მოწყობილობის დასახელება (მაგალითად გაზქურა), მოდელის ნომერი,სერია/პარტია და სხვა.
2.Name and address of the manufacturer and, where applicable, his authorised representative:
მწარმოებლის, შესაბამის შემთხვევაში, მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და მისამართი ამ პუნქტში საჭიროა მიეთითოს მწარმოებლის, შესაბამის შემთხვევაში კი მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მონაცემები, რაც მოიცავს როგორც მწარმოებლის/ავტორიზებული წარმომადგენლის დასახელებას, ასევე კონკრეტული ადგილის მისამართს, სადაც შესაძლებელი იქნება მწარმოებელთან/ავტორიზებულ წარმომადგენელთან დაკავშირება.
3. This declaration of conformity is issued under the sole responsibility of the manufacturer.
ეს შესაბამისობის დეკლარაცია გაცემულია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ მე-3 პუნქტი არის დეკლარაციის სავალდებულო ჩანაწერი, რომლითაც მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
4. Object of the declaration (identification of the appliance or fitting allowing traceability; where necessary for the identification of the appliance or the fitting, an image may be included): description of the appliance or the fitting.
დეკლარაციის საგანი (მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილისიდენტიფიცირებისა და მიკვლევადობისთვის საჭირო მონაცემები; იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობისათვის, შესაძლოა დართულ იქნეს სურათი): მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის აღწერა. პროდუქტის იდენტიფიკაციის/მიკვლევადობის მიზნით, საჭიროა მოწყობილობის მახასიათებლების აღწერა (მაგალითად შეიძლება მიეთითოს ინფორმაცია თუ რა პროდუქტს წარმოადგენს გაზის მოწყობილობა: ჩასაშენებელი ზედაპირი, ღუმელი,გამათბობელი, თუ სხვა პროდუქტი.შესაძლებელია მიეთითოს მოწყობილობის ტიპიც). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სურათიც იქნას დართული.
5. The object of the declaration is in conformity with the relevant technical regulation of the new approach: … (reference to the other Union acts applied).
ამ შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული დეკლარაციის საგანი შესაბამისობაშია ახალი მიდგომის სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან:
ევროკავშირის სივრცეში თითეულ მოწყობილობასთან დაკავშირებული ასპექტები შესაძლოა რეგულირდებოდეს სხვადასხვა კანონმდებლობით. შესაბამისად პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე თავსდება, მაგალითად გაზის მოწყობილობა, შესაძლოა ერთდროულად აკმაყოფილებდეს რამდენიმე დირექტივას/რეგულაციას (მაგალითად Gas Appliances Regulation(GAR), The Low Voltage Directive (LVD), Electromagnetic Compatibility Directive(EMC), The Restriction of Hazardous Substances Directive (RoHS)).თუმცა,საქართველოს შემთხვევაში, გაზზე მომუშავე მოწყობილობებთან დაკავშირებით მოქმედებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვალს N84 ბრძანებით დამტკიცებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი," (შემდგომში ტექნიკური რეგლამენტი) ხოლო აირად საწვავზე მომუშავე საქვაბე დანადგარების შემთხვევაში, ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივნისის #149 დადგენილებით დამტკიცებული „თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების" შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ევროკავშირის 92/42/EEC დირექტივის საფუძველზე იქნა შემუშავებული.შესაბამისად, სხვა ევროპულიკანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც არ არის საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი,ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ამდენად, მე-5 პუნქტში შესაძლოა მიეთითოს ქართული ტექნიკური რეგლამენტის ან ევროკავშირის რეგულაციის მონაცემები: GAR(gas appliances regulation: 2016/426/EU) ხოლო აირად საწვავზე მომუშავე საქვაბე დანადგარების შემთხვევაში ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17ივნისის #149 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მონაცემები, ან ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის 92/42/EEC მონაცემები.
6. References to the relevant standards published by LEPL - Georgian National Agency for Standards and Metrology or references to the other technical specifications in relation to which conformity has been declared:
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოქვეყნებულ სტანდარტებსა ან სხვა ტექნიკურ სპეციაფიკაციებზე მითითება, რომელთა შესაბამისობაც იქნა დეკლარირებული: უნდა მიეთითოს იმ სტანდარტების/ტექნიკური სპეციფიკაციების მონაცემები, რომელთა შესაბამისად იქნა პროდუქტი ნაწარმოები. მითითებულსტანდარტებს აქვეყნებს სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო.
გარდა ამისა, შესაძლებელია დეკლარაციაში ევროკავშირის ჰარმონიზებული სტანდარტების მონაცემები იქნას მითითებული, რომელთა შესრულებაც რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ასევე უზრუნველყოფს. აღნიშნული სტანდარტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთევროკავშირის ვებ-გვერდზე.
შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ, რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია შემოწმდეს სხვა ტექნიკური სპეციფიკაციებითაც, რომლებზეც უნდა მიეთითოს დეკლარაციის ამ ნაწილში.
7. The notified body … (name, address, number)… performed … (description of intervention) … and issued the certificate(s): … (details, including its date, and, where appropriate, information on the duration and conditions of its validity).
შესაბამისობის შემფასებელი პირი ...(სახელი და ნომერი) განახორციელა...(განხორციელებული საქმიანობის აღწერა) და გასცა სერტიფიკატი(ები)…(დეტალები, მათ შორის თარიღი, და შესაბამის შემთხვევაში სერტიფიკატის ვადის და პირობების ვალიდურობის შესახებ ინფორმაცია).
უნდა მიეთითოს შესაბამისობის შემფასებელი პირის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, როგორიც არის აღნიშნული პირის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი.. შესაბამისობის შემფასებელი პირია წარმოებისგან დამოუკიდებელი მესამე პირი („ლაბორატორია"), რომელიც აფასებს მწარმოებლის პროდუქტს და ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაძლებელია ასევე იყოს ევროკავშირში ნოტიფიცირებული პირი, რომელსაც ევროკავშირის მასშტაბით აქვს პროდუქტების შესაბამისობის შეფასების უფლება. აღნიშნული პირების ამომწურავი ჩამონათვალი და ნოტიფიცირების („აკრედიტაციის") სფერო წარმოდგენილია ევროკავშირის შემდეგ ვებ-გვერდზე ,NANDO მონაცემთა ბაზაში.
მაგალითად აღნიშნულ ჩამონათვალში წარმოდგენილი ერთ-ერთი ნოტიფიცირებული პირისCERTIGAZ SAS-ისმონაცემები იქნება:CERTIGAZ SAS; France,8 rue de l'hôtel de ville F - 92200 Neuilly-sur-Seine; Notified Body number : 1312
დეკლარაციის ამ ნაწილში სავალდებულოა ასევე მიეთითოს, თუ რა ტიპის შემოწმებები განახორციელა აღნიშნულმა (ნოტიფიცირებულმა) პირმა და რა ტიპის სერთიფიკატები გასცა, გაცემის თარიღის და საჭიროების შემთხვევაში ვალიდურობის პერიოდის მითითებით. როგორც ტექნიკური რეგლამენტის, ასევე ევროკავშირის რეგულაციის მოთხოვნების თანახმად, შესაბამისობის შემფასებელი პირი/ნოტიფიცირებული პირი ვალდებულია ჩაატაროს:
1) ტიპის გამოცდა და გასცეს სათანადო სერთიფიკატი (EU type examination certificate);
2) განახორციელოს შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურა მწარმოებლის მიერ შერჩეული მოდულის შესაბამისად, და გასცეს აღნიშნული შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კერძოდ: The conformity of series-manufactured appliances and fittings with the requirements of this Regulation shall be assessed by means of the EU type-examination (Module B — production type) set out in point1 of Annex III, combined
with one of the following modules, at the choice of the manufacturer:
(a)conformity to type based on internal production control plus supervised product checks at random intervals
(Module C2), set out in point 2 of Annex III;
(b)conformity to type based on quality assurance of the production process (Module D),set out in point 3 of Annex III;
(c) conformity to type based on product quality assurance (Module E), set out in point4 of Annex III;
(d) conformity to type based on product verification (Module F), set out in point 5 of Annex III.
In the case of an appliance or a fitting produced as a single unit or in small quantities, the manufacturer may choose one of the procedures (ModuleC2, Module D, Module E, or Module F) or conformity based on unit verification (Module G) set out in point 6 of Annex III.
სერიულად წარმოებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან უნდა შეფასდეს ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ტიპის გამოცდით (მოდული B – წარმოების ტიპი) ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ერთი-ერთ მოდულთან ერთად:
ა) ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება შიდა საწარმოო კონტროლსა და შემთხვევითი ინტერვალებით პროდუქტის საკონტროლო შემოწმებას (მოდული С2);
ბ) ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფას (მოდული D);
გ) ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფას (მოდული E);
დ) ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება პროდუქტის ვერიფიკაციას (მოდული F).
ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი იწარმოება ერთ ერთეულად ან მცირე რაოდენობით, შესაძლებელია G მოდულიც (module G) იყოს გამოყენებული.
წარმოდგენილი მოდულების შესახებ ინფორმაცია დეტალურად აღწერილია როგორც ტექნიკური რეგლამენტის II დანართში, ასევე ევროკავშირის რეგულაციაში (Regulation (EU) 2016/426 on appliances burning gaseous fuels , ANNEX III).
აღნიშნული შემოწმებების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც შინაარსობრივი აღწერის ფორმით, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ მოდულებზე გაკეთდეს მითითება და აღიშნიშნოს გაცემული დეკლარაციების/დოკუმენტების ნომრები, მაგალითად:
The notified body CERTIGAZ SAS;France, 8 rue de l'hôtelde ville F - 92200Neuilly-sur-Seine; Notified Body number: 1312 , performed an intervention and issued EU type examination certificate: xzy-000000123, 01/01/2020, date of last modification: 20/01/2021
Conformity assessment procedure: (EU) 2016/426, annex III, module D, #qweasd-12345; 01/01/2020
8. In the case of fittings, instructions on how the fitting should be incorporated into an appliance or assembled to constitute an appliance in order to assist compliance with the essential requirements applicable to finished appliances.
საამწყობრო ნაწილის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მათი შეერთება მოწყობილობაში ან მათი ცალკე აწყობა მოწყობილობის ფუნქციონირებისთვის, რათა დაკმაყოფილდეს საბოლოო პროდუქტის სახით არსებული საამწყობრო ნაწილისთვის განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები.
თუკი დეკლარაცია საამწყობრო ნაწილებზეა შევსებული, სავალდებულოა მიეთითოს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს საამწყობრო ნაწილის მოწყობილობაში ინკორპორირება
9. Additional information:
დამატებითი ინფორმაცია:
შეიძლება მიეთითოს დამატებითი მონაცემები მწარმოებლის სურვილის შესაბამისად
signed for and on behalf of: …
ხელმოწერილია ვის მიერ და ვის ნაცვლად:....
ეთითება ვინ/ვისი(რომელი მწარმოებლის) სახელით აწერს ხელს (place and date of issue):
(გაცემის თარიღი და ადგილი)
ეთითება დეკლარაციის შედგენისა და ხელმოწერის თარიღი (name, function) (signature):
(სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა):
სავალდებულოა მიეთითოს ხელმომწერი პირის სახელი, გვარი, პოზიცია და ხელმოწერა.