ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შესაბამისობის დეკლარაცია

 

შესაბამისობის დეკლარაცია (Declaration of Conformity)

 მწარმოებელი ვალდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია (declaration of conformity)

შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი მონაცემებისგან: 

DECLARATION OF CONFORMITY No/ შესაბამისობის დეკლარაცია… () დეკლარაციის ნომრის მითითება ნებაყოფილობითია

1. PPE (product, type, batchor serial number):

ინდივიდუალური დაცვის საშუალება (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):დეკლარაციის პირველ პუნქტში სავალდებულოა ინდივიდუალური დაცვის საშუალების მონაცემების მითითება, როგორიცარის, პროდუქტის დასახელება, მოდელის ნომერი, სერია/პარტია და სხვა.

2.Name and address of the manufacturer and, where applicable, his authorised representative: 

მწარმოებლის, შესაბამის შემთხვევებში კი მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და მისამართი. ამ პუნქტში საჭიროა მიეთითოს მწარმოებლის, შესაბამის შემთხვევებში კი მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მონაცემები, რაც მოიცავს,როგორც მწარმოებლის/ავტორიზებული წარმომადგენლის დასახელებას, ასევე კონკრეტული ადგილის მისამართს, სადაც შესაძლებელი იქნება მწარმოებელთან/ავტორიზებულ წარმომადგენელთან დაკავშირება.

3.This declaration of conformity is issued under the sole responsibility of the manufacturer.

ეს შესაბამისობის დეკლარაცია გაცემულია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ მე-3 პუნქტი არის დეკლარაციის სავალდებულო ჩანაწერი, რომლითაც მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

4. Object of the declaration (identification of PPE allowing traceability; where necessary for the identification of the PPE, a colour image of sufficient clarity may be included):

დეკლარაციის საგანი (ინდივიდუალური დაცვის საშუალების იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს მიკვლევადობას); აუცილებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალების იდენტიფიცირებისთვის შეიძლება თან დაერთოს ფერადი სურათი:

პროდუქტის იდენტიფიკაციის/მიკვლევადობის მიზნით,საჭიროა მოწყობილობის მახასიათებლების აღწერა (მაგალითად შეიძლება მიეთითოს ინფორმაცია თუ რა პროდუქტს წარმოადგენს აღნიშნული დაცვის საშუალება, როგორიცაა დამცავი ხელთათმანი, ჩაფხუტი და ა.შ.), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სურათიც იქნას დართული.

5. The object of the declaration described in point 4 is in conformity with the relevant normative act:

მითითება იმ ნორმატიულ აქტზე, რომელთან შესაბამისობაშია დეკლარაციის ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული დეკლარაციის საგანი. ევროკავშირის სივრცეში თითეულ პროდუქტთან დაკავშირებული ასპექტები შესაძლოა რეგულირდებოდეს სხვადასხვა კანონმდებლობით. შესაბამისად პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე თავსდება, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალება, შესაძლოა ერთდროულად აკმაყოფილებდეს რამდენიმე დირექტივას/რეგულაციას საქართველოში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე მოქმედებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის #82 დადგენილებით დამტკიცებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, , (შემდგომში ტექნიკური რეგლამენტი) რომელიც ევროკავშირის 2016/425/EU დირექტივის საფუძველზე იქნა შემუშავებული. შესაბამისად, სხვა ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც არ არის საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი, ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ამდენად, მე-5 პუნქტში შესაძლოა მიეთითოს ქართული ტექნიკური რეგლამენტის ან ევროკავშირის რეგულაციის მონაცემები: Personal Protective Equipment Regulation 2016/425/EU

6. References to the relevant standards used, or references to the specifications in relation to which conformity is declared:

მითითება გამოყენებულ სტანდარტებზე, ან ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, რომელთა მიმართ შესაბამისობა არის დეკლარირებული უნდა მიეთითოს იმ სტანდარტების/ტექნიკური სპეციფიკაციების მონაცემები, რომელთა შესაბამისად იქნა პროდუქტი ნაწარმოები. მითითებულ სტანდარტებს აქვეყნებს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო.

ასევე, შესაძლებელია დეკლარაციაში ევროკავშირის ჰარმონიზებული სტანდარტების მონაცემები იქნას მითითებული, რომელთა შესრულებაც რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. აღნიშნული სტანდარტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირის ვებ-გვერდზე.

შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ, რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია შემოწმდეს სხვა ტექნიკური სპეციფიკაციებითაც, რომლებზეც უნდა მიეთითოს დეკლარაციის ამ ნაწილში.

7. Where applicable, the notified body … (name, number) … performed the EU type-examination (Module B) and issued the EU type-examination certificate … (reference to that certificate). 

შესაბამის შემთხვევაში:აკრედიტებული პირის..(სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი), რომელმაც განახორციელა ტიპის გამოცდა (მოდული B) და გასცა ტიპის გამოცდის სერტიფიკატი (აღნიშნულ სერტიფიკატზე მითითება) ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასების დადგენისას ტიპის გამოცდა (მოდული B) უტარდება II და III კატეგორიის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს. მიეთითოს შესაბამისობის შემფასებელი პირის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, როგორიც არის აღნიშნული პირის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი.. შესაბამისობის შემფასებელი პირია წარმოებისგან დამოუკიდებელი მესამე პირი („ლაბორატორია"), რომელიც აფასებს მწარმოებლის პროდუქტს და ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი კანონმდებლობის მოთხოვნებს). შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაძლებელია ასევე იყოს ევროკავშირში ნოტიფიცირებული პირი, რომელსაც ევროკავშირის მასშტაბით აქვს პროდუქტების შესაბამისობის შეფასების უფლება. აღნიშნული პირების ამომწურავი ჩამონათვალი და ნოტიფიცირების („აკრედიტაციის") სფერო წარმოდგენილია ევროკავშირის ვებ-გვერდზე, NANDO-ს მინაცემთა ბაზაში მაგალითად მოცემულ ჩამონათვალში წარმოდგენილი ნოტიფიცირებული პირის TÜV Rheinland Nederland B.V. მონაცემები იქნება:TÜV Rheinland Nederland B.V. Westervoortsedijk 73, 6827AV Arnhem Postbus 2220, 6802CE ArnhemArnhem Netherlands; Notified Body number : 0336

დეკლარაციის ამ ნაწილში სავალდებულოა ასევე მიეთითოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემის თარიღისდა საჭიროების შემთხვევაში ვალიდურობის პერიოდის მითითებით.

8. Where applicable, the PPE is subject to the conformity assessment procedure … (either conformity to type based on internal production control plus supervised product checks at random intervals (Module C2) or conformity to type based on quality assurance of the production process (Module D)) … under surveillance of the notified body … (name, number).

სათანადო შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალება ექვემდებარება შესაბამისობის შეფასების პროცედურას (ტიპზე დაყრდნობით შიდა პროდუქციის კონტროლიდა შემთხვევითი პერიოდულობით პროდუქტის შემოწმება (მოდული C2) ან ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე (მოდული D)... აკრედიტებული პირის ზედამხედველობის ქვეშ...(სახელი და ნომერი).

მოდული С2 გულისხმობს VII დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლსა და შემთხვევითი ინტერვალებით პროდუქტის საკონტროლო შემოწმებაზე; ხოლო, მოდული D გულისხმობს VIII დანართით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე.

როგორც ქართული ტექნიკური რეგლამენტის, ასევე ევროკავშირის რეგულაციის მოთხოვნების თანახმად, შესაბამისობის შემფასებელი პირი/ნოტიფიცირებული პირი ვალდებულია ჩაატაროს:

1) ტიპის გამოცდა და გასცეს სათანადო სერთიფიკატი (EU type examination certificate); (მე-7 პუნქტი)

2) განახორციელოს შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურა მწარმოებლის მიერ შერჩეული მოდულის შესაბამისად, და გასცეს აღნიშნული შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კერძოდ:

The conformity assessment procedures to be followed for each of the risk categories set out in Annex I are as follows:

(a)Category I: internal production control (module A) set out in Annex IV;

(b) Category II: EU type-examination (module B) set out in Annex V, followed by conformity to type based on internal production control (module C) set out in Annex VI;

(c) Category III: EU type-examination (module B) set out in Annex V, and either of the following: (i) conformity to type based on internal production control plus supervised product checks at random intervals (module C2) set out in Annex VII; (ii) conformity to type based on quality assurance of the production process (module D) set out in Annex VIII. By way of derogation, for PPE produced as a single unit to fit an individual user and classified according to Category III, the procedure referred to in point (b) may be followed.

1. I დანართით გათვალისწინებული თითოეული რისკის კატეგორიის მქონე ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისობის შეფასების პროცედურებია:

ა) კატეგორიაI: IV დანართით გათვალისწინებული წარმოების შიდა კონტროლი (მოდულიA); 

ბ) კატეგორია II: V დანართით გათვალისწინებული ტიპის გამოცდა (მოდული B) და VI დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე (მოდეული C);

გ) კატეგორიაIII: V დანართით გათვალისწინებული ტიპის გამოცდა (მოდული B) და რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

გ.ა) VII დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლსა და შემთხვევითი ინტერვალებით პროდუქტის საკონტროლო შემოწმებაზე (მოდული С2);

გ.ბ) VIII დანართით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე (მოდული D).

2. იმ შემთხვევაში, თუ III კატეგორიას მიკუთვნებული ინდივიდუალური დაცვის საშუალება დამზადებულია ერთ ერთეულად ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „ბ" პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.

აღნიშნული შემოწმებების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც შინაარსობრივი აღწერის ფორმით, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ მოდულებზე გაკეთდეს მითითება და აღიშნიშნოს გაცემული დეკლარაციების/დოკუმენტების ნომრები. მაგალითად: 1883 - ECS GMBH (HUTTEFELD STRASSE 50 73 430 AALEN GERMANY): Notified body which

performed the EU Type- examination (module B) and issued EU type-examination certificate: C2173 1 - C2174 2 - C2159 2


 9. Additional information:

დამატებითი ინფორმაცია

შეიძლება მიეთითოს დამატებითი მონაცემები მწარმოებლის სურვილის შესაბამისად Signed for and on behalf of: …

ხელმოწერილია ვის მიერ და ვის ნაცვლად:....

ეთითება ვინ/ვისი(რომელი მწარმოებლის) სახელით აწერს ხელს (place and date of issue):

(გაცემის თარიღიდა ადგილი)

ეთითება დეკლარაციის შედგენისა და ხელმოწერის თარიღი (name, function) (signature):

(სახელი, ფუნქცია)(ხელმოწერა):

სავალდებულოა მიეთითოს ხელმომწერი პირის სახელი, გვარი, პოზიცია და ხელმოწერა.


 


  შესაბამისობის დეკლარაცია (მაგალითი) - იხილეთ ბმული
  Declaration of Conformity (example) - იხილეთ ბმული
  შესაბამისობის დეკლარაციის სახელმძღვანელო - იხილეთ ბმული

ცხელი ხაზი:
14 83


სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00

მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. # 8 მე-4 სართული ქ. თბილისი

https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/ladangtoto/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/jarwo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/riki/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/zeus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/thailand/ https://bkpsdm.melawikab.go.id/ovo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/agus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/assets/gopay/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/s777/ http://munabskp.bandungkab.go.id/vendor/motor138/ https://iqtishod.staimasi.ac.id/js/controllers/motor138/ https://tadib.staimasi.ac.id/produk/motor138/ https://motor138.org/