სანთებელები |
სანთებელების უსაფრთხოების შესახებ მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N635 დადგენილებით დამტკიცებული „ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით"
ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის:
სანთებელა - მექანიკურად მართვადი ცეცხლის წარმომქმნელი საწვავზე მომუშავე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სიგარეტის, სიგარისა და ჩიბუხის ასანთებად და რომელიც ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქაღალდის, ფითილის, სანთლისა და ჩირაღდნის ასანთებად, რომელსაც ინტეგრირებულად მიეწოდება საწვავი, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია საწვავის დამატება თუ - არა;
ახალი სახეობის სანთებელა - ყველა სანთებელა, რომელსაც მოიცავს საქართველოს სტანდარტი სსტ ენ 13869:2016/2016-ის 3.2 პუნქტის განსაზღვრება;
ბავშვის მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელა - სანთებელა, რომელიც დაპროექტებული და აწყობილია იმგვარად, რომ ჩვეულებრივი მოხმარების პირობებში შეუძლებელია მისი გამოყენება 51 თვეზე მცირე ასაკის ბავშვის მიერ, მათ შორის, ანთებისათვის საჭირო ძალის, ან მისი დიზაინის ან მისი ასანთები მექანიზმის დაცვის, ან ანთების საჭირო ქმედებების კომპლექსურობისა და თანმიმდევრულობის გამო. ბავშვის მოხმარებისათვის სანთებელას რეზისტენტულობის პრეზუმცია მოქმედებს იმ სანთებელას მიმართ:
გ.ა) რომელიც შეესაბამება საქართველოს სტანდარტის სსტ ენ 13869:2016/2016-სა და მის 3.1, 3.4 და 5.2.3 ნაწილებს;
გ.ბ) რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა წარმოებულია სხვა ქვეყანაში და რომლის რეგულაციებიც ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების ეკვივალენტურია;
ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბაზარზე განთავსებული სანთებელა:
Ø როგორც მწარმოებელს, ასევე დისტრიბუტორს უნდა შეეძლოთ გამოცდის ანგარიშის და დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში წარმოდგენილ მოთხოვნებს.
Ø დისტრიბუტორს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს აუცილებელი დოკუმენტაცია, რაც უზრუნველყოფს სანთებელას მწარმოებლის მიკვლევადობას და ნებისმიერი იმ პირის იდენტიფიცირებას, რომლისგანაც დისტრიბუტორს მიეწოდა აღნიშნული პროდუქტი.