შეცდომაში შემყვანი პროდუქტები |
შეცდომაში შემყვანი პროდუქტების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N634 დადგენილება „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას"
ტექნიკური რეგლამენტი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, რომელიც არ წარმოადგენს იმ პროდუქტს, რა პროდუქტადაც მომხმარებელი აღიქვამს მას და ამავდროულად საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. კერძოდ, არ წარმოადგენს საკვებ პროდუქტს, თუმცა აქვს იმგვარი ფორმა, სუნი, ფერი, შეხედულება, შეფუთვა, მარკირება, მოცულობა და ზომა, რომ შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს, აერიოთ საკვებში, მოათავსონ ის პირის ღრუში ან გადაყლაპონ, რაც შესაძლოა საშიში იყოს და გამოიწვიოს გაგუდვა, მოწამვლა, მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან გაუვალობა.
აკრძალულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, მარკეტინგი, იმპორტი, ექსპორტი ან/და მისი წარმოება.