ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა

ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დახვეწის მიზნით, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ორგანიზაციებთან პროდუქტის უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპული პროექტების მხარდაჭერა.

2018-2019 წლებში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განხორციელდა ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზრის ზედამხედველობის სისტემის განსავითარებლად". პროექტი მიზნად ისახავდა ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დახვეწას ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების საფუძველზე. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს თანამშრომლობა ლიეტუვისა და დიდი ბრიტანეთის ექსპერტებთან. პროექტის მხარდაჭერით, სააგენტოს მიერ მომზადდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტები ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების/რეგულაციებისა და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. გაიზარდა ბიზნესისა და მომხმარებელთა ცნობიერება პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ.

2019 წლიდან ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით სააგენტოში ხორციელდება „ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობის პროგრამა II". პროექტის ფარგლებში, ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორების ცოდნის გაზრდის მიზნით, აქტიურად ხორციელდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ევროპელ ექსპერტებთან ერთად. პროექტი ასევე მიზნად ისახავს სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების ზრდას.

საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, ასევე აღსანიშნავია სააგენტოს თანამშრომლობა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მეტროლოგიის ეროვნულ ინსტიტუტთან (PTB). 2019 წლიდან, PTB-ს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ხორციელდება რეგიონალური პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში." მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში ჩართული ორგანოების ცოდნისა და შესაძლებლობების ზრდას.

ამასთან, 2019 წელს სააგენტოს თანამშრომლები გახდნენ ევროპის პროდუქტის უსაფრთხოების ფორუმის (PROSAFE) წევრები.PROSAFE-თან მჭიდრო კონტაქტი სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს, ითანამშრომლოს ევროპის ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან, საუკეთესო გამოცდილებისა და ცოდნის მიმოცვლის მიზნით.

ცხელი ხაზი:
14 83


სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00

მისამართი:
ჩარგლის ქ. # 67, მე-7 სართული ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, 0178

https://kampungbahasa.id/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/ https://smkwksby.sch.id/ https://pauddikdasmen.com/config/data/ slot777 https://holdinoutforahero.org/ https://makhairulummah.sch.id/ https://puskesmasfajarmulya.pringsewukab.go.id/data/ https://dlh.pringsewukab.go.id/ https://siswa.shs.sch.id/ https://jatimagro.id/ https://slot-gacor-b27.pages.dev/ https://projurnal.com/ https://traveleatpedia.com/thailand/ https://smkwksby.sch.id/gacor/ sv388 https://smkwksby.sch.id/casino/ slot thailand mpo slot