ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი | |
ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს ბაზარზე ისეთი პროდუქციის განთავსება, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს. ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის, იმპორტიორისა და დისტრიბუტორის დოკუმენტური და ტექნიკური შემოწმება სრულიად საქართველოს მასშტაბით. სტრუქტურული ერთეული ბაზარზე ზედახედველობას ახორციელებს რისკის ანალიზსა და საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით და მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, რაც გულისმობს, რომ შემზღუდველი ღონისძიებები უნდა იყოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის შესაძლო ზიანისა და საფრთხის თანაზომიერი.
ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი დარჩიაშვილი
E-Mail: info@msa.gov.ge