სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი |
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი ამზადებს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს. დეპარტამენტი კონსულტაციას უწევს სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ სამართლებრივ საკითხზე; ასევე, კომპეტენციის შესაბამისად, წარმოადგენს სააგენტოს ზემდგომ ინსტანციასა და სასამართლოში. დარგობრივ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი აგრეთვე მონაწილეობს ფიზიკურ/იურიდიულ პირთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვაში.
დეპარტამენტის საქმიანობა ასევე მოიცავს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზსა და სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ ნორმატიული აქტების პროექტებზე შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადებას.
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლილუაშვილი