ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი |
ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტის ფუნქციებია: სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება, საარქივო საქმიანობის წარმართვა, მოქალაქეთა ინფორმირება და კონსულტაციის გაწევა, სააგენტოს საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა, სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინირება.