ელექტრომოწყობილობები |
ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი მოწყობილობების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის მოითხოვება შესაბამისობის დეკლარაცია ტექნიკური რეგლამენტისIVდანართში მოცემული ნიმუშის შესაბამისად.
შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა
„შესაბამისობის დეკლარაცია (№)*
1. პროდუქტის მოდელი/პროდუქტი (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):
2. მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და მისამართი:
3. ეს შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობით:
4. დეკლარაციის ობიექტი (ელექტრომოწყობილობის მიკვლევადობისთვის საჭირო ინფორმაცია. აღნიშნული შესაძლოა, საჭიროებისამებრ, ასევე მოიცავდეს ელექტრომოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი გარჩევადობის მქონე ფერად სურათს):
5. აღწერილი დეკლარაციის ობიექტი შეესაბამება (ტექნიკური რეგლამენტის (რეგლამენტების) რეკვიზიტები, რომლის მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქტი):
6. შესაბამისი გამოყენებული სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ მითითებები, რომელთა მიმართაც იქნა დეკლარირებული ელექტრომოწყობილობის შესაბამისობა:
7. დამატებითი ინფორმაცია:
ხელმოწერილია ----- მიერ და ------ სახელით:
(შედგენის ადგილი და თარიღი):
(სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა):
*შენიშვნა: მწარმოებელი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, მიანიჭოს თუ არა შესაბამისობის დეკლარაციას ნომერი.".
პროდუქტზე დასატანი ინფორმაცია:
მწარმოებელი ვალდებულია:
·მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ ბაზარზე განთავსებულ ელექტრომოწყობილობაზე შესაბამისი ტიპის ან/და სერიის ნომრის ან/და პარტიის ნომრის ან/და იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციის დატანა.
·მწარმოებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობაზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისი საკონტაქტო საფოსტო მისამართი, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს საკონტაქტო მისამართს, რომელზეც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
·მწარმოებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობას თან დაურთოს უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.
იმპორტიორი ვალდებულია:
·იმპორტიორი ვალდებულია ელექტრომოწყობილობაზე იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს ელექტრომოწყობილობის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
·იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ელექტრომოწყობილობას იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, თან ახლდეს უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.