რადიო მოწყობილობები |
რადიო მოწყობილობის საქართველოს
ბაზარზე განთავსებისთვის მოითხოვება შესაბამისობის დეკლარაცია ტექნიკური რეგლამენტისVIდანართში მოცემული ნიმუშის შესაბამისად.
დანართი VI. შესაბამისობის დეკლარაცია (No XXX)
1. რადიო მოწყობილობა (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):
2. მწარმობლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდება და მისამართი:
3. წინამდებარე შესაბამისობის დეკლარაციის გაცემაზე მწარმოებელი ერთპიროვნულად იღებს პასუხისმგებლობას.
4. დეკლარაციის საგანი (რადიო მოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მიკვლევადობის საშუალებას იძლევა; როდესაც აუცილებელია რადიო მოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის ეს შეიძლება მოიცავდეს საკმარისი გარჩევადობის ფერად ფოტოსურათს):
5. ზემოთ აღწერილი დეკლარაციის საგანი შესაბამისობაშია: რადიო მოწყობილობის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან. სხვა ტექნიკური რეგლამენტების ჩამონათვალი საჭიროების შემთხვევაში.
6. მითითებები შესაბამის სტანდარტებზე ან მითითებები სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, რომელთა მიმართებაშიც ხდება შესაბამისობის დადგენა. ჩამოთვლილი მითითებები უნდა შეიცავდეს სტანდარტის საიდენტიფიკაციო ნომერს, ვერსიას და საჭიროების შემთხვევაში, გამოცემის თარიღს:
7. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელმა აკრედიტებულმა ორგანომ... (სახელწოდება, ნომერი)… შეასრულა… განხორციელებული საქმიანობის აღწერა... და პროდუქტის ტიპის შესაბამისობის სერტიფიკატი გამოსცა: …
8. საჭიროების შემთხვევაში, აქსესუარებისა და კომპონენტების აღწერა, იმ პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, რომელიც რადიო მოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალებას იძლევა და რომელზეც ვრცელდება შესაბამისობის დეკლარაცია:
9. დამატებითი ინფორმაცია:
ხელმოწერილია ... მიერ და .... სახელით:
(გამოცემის ადგილი და თარიღი):
(სახელი, თანამდებობა) (ხელმოწერა):
შენიშვნა: შესაბამისობის დეკლარაციისთვის ნომრის მინიჭება ხდება მწარმოებლის შეხედულებისამებრ.
პროდუქტზე დასატანი ინფორმაცია:
მწარმოებელი ვალდებულია:
·მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განთავსებამდე რადიო მოწყობილობაზე დაიტანოს პროდუქტის ტიპის, პარტიის ან სერიული ნომრები ან სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები.
·მწარმოებელი ვალდებულია რადიო მოწყობილობაზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო მონაცემები უნდა იყოს ქართულ ენაზე.
·რადიო მოწყობილობას დაურთოს ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია. უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა დაერთოს ქართულ ენაზე.
იმპორტიორი ვალდებულია:
·იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს რადიო მოწყობილობაზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში, იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დაიტანილ იქნეს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
·იმპორტიორი ვალდებულია რადიო მოწყობილობას თან დაურთოს მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქცია და უსაფრთხოების ინფორმაცია. უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა დაერთოს ქართულ ენაზე.
იმ შემთხვევაში, თუ რადიო მოწყობილობის შესაბამისობის შეფასებისთვის გამოყენებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის ნომერი უნდა განთავსდეს შემფასებელი ორგანოს მიერ თავად, ან მისი ინსტრუქციების შესაბამისად, მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ რადიო მოწყობილობაზე ან მის მონაცემთა პანელზე, თუ რადიო მოწყობილობის სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნული არ არის შესაძლებელი, მასზე მიმაგრებულ ეტიკეტზე ან შეფუთვაზე ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად.