საქართველოს მთავრობის
დადგენილება №148 |
2021 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი |
ტექნიკური რეგლამენტი – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე
ლაქ-საღებავის ეტიკეტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დატანილი უნდა იყოს:
ა) ფრაზა: „პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ აღემატება 90 ppm-ს (0.009%)";
ბ) იმპორტიორის შესახებ ინფორმაცია;
გ) მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია;
აღნიშნული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე (იმპორტირებული ლაქ-საღებავების შემთხვევაში, იმპორტის შემდეგ, ლაქ-საღებავის მომხარებლისთვის ხელმისაწვდომობამდე).