ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

FAQ

წინასწარი შეტყობინება საჭიროა აიტვირთოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საიტზე https://www.rs.ge/
საიტზე საჭიროა ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამოირჩიოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ბმული და შემდეგ მიჰყვეთ ინსტრუქციას. (ერთობლივი ბრძანება №224/№1-1/349)
პასუხი გაეცემა განცხადების ატვირთვიდან შემდგომი 3 (სამი) სამუშაო დღის მანძილზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შეაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.
ამ ეტაპზე განაცხადის ატვირთვიდან შემდგომი 3 (სამი) სამუშაო დღის პერიოდია პასუხის გაცემისათვის.
დაშვებულია მხოლოდ შეძენილი პროდუქციის დოკუმენტაციის ატვირთვა.
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად საჭიროა ლაბორატორიული კვლევა სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.
ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი სათამაშო მოედნების მოწყობილობებზე, მონეტებზე ან მათ გარეშე მომუშავე ავტომატურ სათამაშო მანქანებზე, რომლებიც განკუთვნილია საჯარო გამოყენებისთვის, წვის ძრავით აღჭურვილ სათამაშო მანქანებზე, სათამაშო ორთქლის ძრავებზე, შურდულებზე და კატაპულტებზე და აშ.
სათამაშოს შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც მწარმოებლის მიერ შედგენილი დოკუმენტია.
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, თარგმნის შემთხვევაში დოკუმენტი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული. ხოლო ინსტრუქციები, უსაფრთხო მოხმარების წესები და გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა იყოს ქართულ ენაზე.
დაუშვებელია სათამაშო უქმნიდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სათამაშო და მისი ნაწილები საჭიროა გამორიცხავდეს გაგუდვის რისკს, ხმა აზიანებდეს ბავშვის სმენას. დაუშვებელია ქმნიდეს ცეცხლის გაჩენის რისკს, ასევე შეიცავდეს ალერგიის გამომწვევ არომატულ ნივთიერებებს.
მაქსიმალურად დასაშვებია 24 ვოლტი. გარდა ამისა, ელექტრული სათამაშოს ხელმისაწვდომი ზედაპირი დაუშვებელია ცხელდებოდეს ისეთ ტემპერატურაზე, რომელსაც შეუძლია შეხებისას დამწვრობის გამოწვევა. ასევე, კაბელები და სხვა ელექტროგამტარები, რომელთა გავლითაც მსგავს ნაწილებამდე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება, უნდა იყოს სათანადოდ იზოლირებული და მექანიკურად დაცული რათა თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკის რისკი.
აუცილებელია შესაბამისობის დეკლარაციაში იყოს სათამაშოს საიდენტიფიკაციო ნომერი, მწარმოებლის დასახელება, მისამართი, სათამაშოს ფერადი სურათი, მითითება გამოყენებულ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელთან შესაბამისობაშიც არის სათამაშო, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაცემული სერტიფიკატის ნომერი, სხვა ინფორმაცია, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და თარიღი.
36 თვემდე ბავშვებისთვის გნკუთვნილი სათამაშოც ისევე უნდა აკმაყოფილდებეს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, როგორც სხვა ნებისმიერი სათამაშო. უნდა ჰქონდეს შესაბამისობის დეკლარაცია, დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის და იმპორტიორის მონაცემები, ინსტრუქციები და გამაფრთხიელებლი ნიშნები დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ამასთანავე მსგავს სათამაშოები სტანდარტის შესაბამისად, არ უნდა შეიცავდეს მცირე ზომის ნაწილებს.
საჭიროა თავიდან აიტვირთოს დოკუმენტაცია, ატვირთული დოკუმენტაცია კორექტირებას არ ექვემდებარება.
ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ვრცელდება ყველა იმ სათამაშოზე, რომელთა განთავსება ხდება საქართველოს ბაზარზე, მათ შორის მეორეულ სათამაშეობზეც. თუმცა, თუ მეორეული სათამაშო იყო განკუთვნილი ან განთავსებული საქათველოს მთავრობის 50-ე დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან რომელიმეს ბაზრზე სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით შესაბამისობის დეკლარაციის ნაცვლად წარმოდგენილი უნდა იყოს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო დოკუმენტი.
ამ შემთხვევაში აუცილებელია საიტზე აიტვირთოს ის ტექნიკური დოკუმენტაცია, სადაც იქნება პროდუქტის დეტალური აღწერილობა ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
შემოსავლების სამსახურის საიტზე განცხადების შევსებისას მომხმარებელმა უნდა იხელმძღვანელოს პროდუქტის დასახელებით და დანართებსა და პროგრამაში მოიძიოს ის კოდი, რომელიც პროდუქტის დასახელებასთან არის დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს კოდი პირდაპირ არ მიესადაგება, უნდა ავირჩიოთ ის კოდი და დასახელება, რომელიც ყველაზე მეტად არის დაკავშირებული პროდუქტთან.
საჭიროა მეილზე info@msa.gov.geდაფიქსირდეს თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით და პასუხად გეცნობებათ შეხვედრის ზუსტი თარიღი და დრო.

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება ხუთ სამშენებლო პროდუქტზე, ესენია: ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელი, პლასტმასის მილი და თაბაშირ მუყაო

ცხელი ხაზი:
14 83


სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00

მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. # 8 მე-4 სართული ქ. თბილისი

https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/ladangtoto/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/jarwo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/riki/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/zeus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/thailand/ https://bkpsdm.melawikab.go.id/ovo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/agus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/assets/gopay/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/s777/ http://munabskp.bandungkab.go.id/vendor/motor138/ https://iqtishod.staimasi.ac.id/js/controllers/motor138/ https://tadib.staimasi.ac.id/produk/motor138/ https://motor138.org/