სათამაშოები |
სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით"
ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სათამაშოებზე:
ა) საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი სათამაშო მოედნების მოწყობილობები;
ბ) საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი, მონეტებზე ან მათ გარეშე მომუშავე ავტომატური სათამაშო მანქანები;
გ) წვის ძრავით აღჭურვილი სათამაშო მანქანები;
დ) სათამაშო ორთქლის ძრავები;
ე) შურდულები და კატაპულტები. (ასევე იხ. ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1)
სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის:
სათამაშო არის პროდუქტები, რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა. ( შემეცნებითი და საექპერიმენტო სათამაშო ნაკრებები, ფუნქციონალური სათამაშო (რეალური პროდუქტის ფუნქციის მქონე სათამაშო მოდელები) ფაზლები, სათამაშოს ფორმის ზურგჩანთები, საბავშვო სამაგიდო თამაშები, გასაღების ბრელოკი, რომელსაც სათამაშოს ფორმა აქვს, სათამაშოს ფორმის სათლელი, სათამაშოს ფორმის კალამი, ან რომელსაც სათამაშო აქვს თავზე მიმაგრებული, გასაფერადებელი წიგნები, ხმოვანი წიგნები, ნაჭრის ხმოვანი წიგნები და აშ.)
აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს სათამაშოების სრულ სიას, ნებიმერი პროდუქტის სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში მოქცევის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.
ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოები:
✓ ეკონომიკურ ოპერატორს უნდა შეეძლოს სათამაშოზე შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა ( Declaration of Conformity) რომელიც არისმწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს რეგლამენტის მოთხოვნებს. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოიცავდეს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით განსაზღვრულ ყველა პუნქტს.
✓ პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ტიპის, პარტიის, სერიის, მოდელის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას.
✓ პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის მონაცემები - საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მასთან დაკავშირება.
✓ პროდუქტზე ან/და მის შეფუთავზე დატანილი უნდა იყოს იმპორტიორის მონაცემები საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მასთან დაკავშირება.
✓ პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე მწარმოებლის მიერ დატანილი უნდა იყოს გამაფთხილებელი ნიშნები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სათამაშოს დანიშნულებისამებრ გამოყენებას და ნათარგმნია ქართულ ენაზე.
✓ სათამაშოს უნდა ახლდეს ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხო მოხმარების წესები. ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ძირითადი მოთხოვნები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბაზარზე განთავსებული მეორეული სათამაშო:
✓ ეკონომიკურ ოპერატორს უნდა შეეძლოს მეორეულ სათამაშოზე მეორეულობის დამადასტურებელი და სატრანსპორტო დოკუმენტის წარმოდგენა.
✓ პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მეორეული სათამაშოს სასაქონლო პარტიის ნომერი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) თარიღი.
✓ პროდუქტზე ან/და მის შეფუთავზე დატანილი უნდა იყოს იმპორტიორის მონაცემები საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მასთან დაკავშირება.
✓ პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე მწარმოებლის მიერ დატანილი უნდა იყოს გამაფთხილებელი ნიშნები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სათამაშოს დანიშნულებისამებრ გამოყენებას და ნათარგმნია ქართულ ენაზე.
სათამაშოს უნდა ახლდეს ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხო მოხმარების წესები. ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)