ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები


აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის N84 დადგენილებით დამტკიცებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით" (აქ შიძლება ლინკი იყოს მიბმული რომლითაც პირდაპირ დადგენილებაზე გადავა)

ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე, გარდა იმ მოწყობილობებისა, რომლებიც სპეციალურად დამზადებულია:

ა) ინდუსტრიულ სივრცეში ინდუსტრიულ პროცესებში გამოსაყენებლად;

ბ) საჰაერო ხომალდებსა და რკინიგზაზე გამოსაყენებლად;

გ) კვლევითი მიზნებისთვის ლაბორატორიებში დროებითი გამოყენებისთვის.

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის:

მოწყობილობა - მოწყობილობა რომელიც წვავს აირს და გამოიყენება საკვების მომზადების, გაციების, ჰაერის კონდიცირების, სივრცის გათბობის, ცხელი წყლის გენერირების, განათების ან რეცხვისთვის, ასევე ფორსირებული წვის ღუმელები და ის გამათბობლები, რომლებიც აღჭურვილია ამგვარი ღუმელებით; (აირზე მომუშავე საკვების მოსამზადებელი მოწყობილობები-გაზქურები, გამათბობლები, ცენტრალური ბოილერები, წყლის გამაცხელებლები და ა.შ.)

საამწყობრო ნაწილები – უსაფრთხოების მოწყობილობები, მართვის მოწყობილობები ან მარეგულირებელი მოწყობილობები და კვანძები, რომლებიც დამზადებულია მოწყობილობაში ინტეგრირებისთვის ან დამოუკიდებლად ასაწყობად მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით; (ალის, წვის და წნევის მაკონტროლებელი ნაწილები, თერმოსტატი, გადახურებისგან დამცავი თერმოსტატი, სფერული სარქველები და ა.შ.)

აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების სრულ სიას, ნებიმერი პროდუქტის აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში მოქცევის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

ძირითადი მოთხოვნები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ბაზარზე განთავსებული აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები:

Ø ეკონომიკურ ოპერატორს უნდა შეეძლოს მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა.

შესაბამისობის დეკლარაცია ( Declaration of Conformity) - მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს რეგლამენტის მოთხოვნებს. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოიცავდეს აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით განსაზღვრულ ყველა პუნქტს.

Ø პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ტიპის, პარტიის, სერიის, მოდელის ნომერი ან ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული წარწერები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას.

Ø პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის მონაცემები - საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება.

Ø პროდუქტზე ან/და მის შეფუთავზე დატანილი უნდა იყოს იმპორტიორის მონაცემები - საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება.

Ø პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მონაწილეობდა მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენის პროცედურებში.

Ø პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე მწარმოებლის მიერ დატანილი უნდა იყოს გამაფთხილებელი ნიშნები და მითითებები ნათარგმნი ქართულ ენაზე.

Ø მოწყობილობას და საამწყობრო ნაწილს უნდა ახლდეს ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხო მოხმარების წესები.

Ø მოწყობილობაზე ან მის მონაცემთა ფირფიტაზე დატანილი უნდა იყოს - შესაბამის შემთხვევებში გამოყენებული ელექტრული კვების ტიპი; მოწყობილობის კატეგორიის ნიშანდება; მიწოდების ნომინალური წნევა, რომელიც გამოიყენება მოწყობილობაში; მოწყობილობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი სწორად დამონტაჟების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ინფორმაცია ქართულ ენაზე.

ცხელი ხაზი:
14 83


სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00

მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. # 8 მე-4 სართული ქ. თბილისი

https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/ladangtoto/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/jarwo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/riki/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/zeus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/thailand/ https://bkpsdm.melawikab.go.id/ovo/ https://bkpsdm.melawikab.go.id/kamboja/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/agus/ https://bkpsdm.melawikab.go.id/assets/gopay/ https://bkpsdm.melawikab.go.id/apps/s777/ http://munabskp.bandungkab.go.id/vendor/motor138/ https://iqtishod.staimasi.ac.id/js/controllers/motor138/ https://tadib.staimasi.ac.id/produk/motor138/ https://motor138.org/