ინდივიდუალური დაცვის საშუალებები |
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის N82 დადგენილებით დამტკიცებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით."
ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება შემდგომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე:
ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალების გამოყენებისთვის ან კანონისა და წესრიგის დასაცავად;
ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია თავდაცვისთვის, გარდა იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებისა, რომელიც განკუთვნილია სპორტული აქტივობებისთვის;
გ)ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც დამზადებულია პირადი გამოყენებისთვის, რათა უზრუნველყოს დაცვა:
გ.ა) არაექსტრემალური ატმოსფერული პირობებისგან;
გ.ბ) ჭურჭლის რეცხვის დროს სინესტისა და წყლისგან;
დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც გამოიყენება საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე;
ე) მოტოციკლებისა და მოპედებისთვის განკუთვნილი ჩაფხუტები და ხედვის ეკრანები.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის:
ინდივიდუალური დაცვის საშუალება- საშუალება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია ადამიანის მიერ სატარებლად ან დასაჭერად/დასაკავებლად და განკუთვნილია ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე რისკის თავიდან ასარიდებლად;
ინდივიდუალური დაცვის საშუალების ურთიერთჩანაცვლებადი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია დაცვითი ფუნქციის შესასრულებლად;
ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემაერთებელი სისტემები, რომლებსაც არ ატარებს ადამიანი და არ უჭირავს ადამიანს, დამზადებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარე მოწყობილობასთან ან სანდო დამჭერ წერტილთან შესაერთებლად, და რომელიც არ არის დამზადებული მუდმივად დამაგრებისთვის და გამოყენებამდე არ საჭიროებს შეკვრას. (რესპირატორი, თვალის ინდივიდუალური დამცავი შემდუღებლისთვის, სმენის დამცავი საშუალებები, სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა, დამცავი ჩაფხუტები, დამცავი სპეცსამოსი, დამცავი ფეხსაცმელი, დამცავი ხელთათმანები, სპორტული დამცავი აღჭურვილობა)
აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრულ სიას, ნებიმერი პროდუქტის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში მოქცევის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები რისკის მიხედვით დაყოფილია 3 კატეგორიად.
I კატეგორია მოიცავს შემდგომ რისკებს: ზედაპირული მექანიკური დაზიანება; სუსტი მოქმედების საწმენდ მასალებთან კონტაქტი ან წყალთან ხანგრძლივი კონტაქტი; კონტაქტი ცხელ ზედაპირთან, რომლის ტემპერატურაც არ აღემატება 50 °C-ს და აშ.
II კატეგორია მოიცავს რისკებს, რომლებსაც არ განსაზღვრავს I და III კატეგორიები.
III კატეგორია განსაზღვრავს რისკებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული შედეგები, როგორებიცაა სიკვდილი და ჯანმრთელობის განუკურნებელი დაზიანება.(იხ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დანართი I )
ძირითადი მოთხოვნები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ბაზარზე განთავსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალება:
Ø ეკონომიკურ ოპერატორს უნდა შეეძლოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა.
შესაბამისობის დეკლარაცია ( Declaration of Conformity) - მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს რეგლამენტის მოთხოვნებს. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოიცავდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის IX დანართით განსაზღვრულ ყველა პუნქტს.
Ø პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ტიპი, სერიული ნომერი ან სხვა ინფორმაცია.
Ø პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის მონაცემები - საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება.
Ø პროდუქტზე ან/და მის შეფუთავზე დატანილი უნდა იყოს იმპორტიორის მონაცემები ქართულ ენაზე - საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება.
Ø III კატეგორიის ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელმიც მონაწილეობდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროცედურებში.
Ø პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე მწარმოებლის მიერ დატანილი უნდა იყოს გამაფთხილებელი ნიშნები და მითითებები ნათარგმნია ქართულ ენაზე.
Ø ინდივიდუალური დაცვის საშუალებას უნდა ახლდეს ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხო მოხმარების წესები.