ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები


წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებს თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია; მომხმარებლისათვის გამიზნული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა სახის საჭირო ინფორმაციის შემცველი ინსტრუქციები;  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 და 3.3 (დანართი1) მუხლებით გათვალისწინებული ნიშანდება და ეტიკეტი.


შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

 

  • მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს;
  • წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან სისტემის აღწერას;
  • შესაბამისობის შეფასების გამოყენებულ პროცედურებს;
  • აგრეგატების შემთხვევაში, იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის აღწერას, რო­მ­ლი­სგანაც შე­დგება აგრეგატი და შესაბამისობის შეფასების გამოყენებულ პროცე­დუ­რებს;
  • საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების ჩამტარებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებასა და მისამართს;
  • საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას ტიპის სერტიფიკატის, პროექტის სერტიფიკატის ან შესაბამისობის სერტიფიკატის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებასა და მისამართს, რო­მელიც მონიტორინგს უწევს მწარმოებლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას;
  • საჭიროების შემთხვევაში, მითითებას გამოყენებული სტანდარტების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა გამოყენებულ ტექნიკურ სტანდარტებსა და სპეცი­ფი­­­­კა­ცი­ებს;
  • საჭიროების შემთხვევაში, მითითებას გამოყენებული სხვა ტექნიკური რეგლამენტების შე­სა­ხებ;
  • ზუსტ ინფორმაციას კანონის მიხედვით სავალდებულო დეკლარაციაზე უფლებამოსილ ხე­ლის მომწერზე მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელისათვის, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი.

 

ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

 

  • წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მწარმოებლის დასახელება და მისამართი;
  • წარმოების წელი;
  • წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემები მისი სახეობის მიხედვით, როგორიც არის ტიპი, სერიის ან პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი და სერიული ნომერი;
  • არსებითი მაქსიმალური/მინიმალური დასაშვები ზღვრები;

 


ცხელი ხაზი:
14 83


სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00

მისამართი:
ჩარგლის ქ. # 67, მე-7 სართული ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, 0178

https://kampungbahasa.id/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/ https://smkwksby.sch.id/ https://pauddikdasmen.com/config/data/ slot777 https://holdinoutforahero.org/ https://makhairulummah.sch.id/ https://puskesmasfajarmulya.pringsewukab.go.id/data/ https://dlh.pringsewukab.go.id/ https://siswa.shs.sch.id/ https://jatimagro.id/ https://slot-gacor-b27.pages.dev/ https://projurnal.com/ https://traveleatpedia.com/thailand/ https://smkwksby.sch.id/gacor/ sv388 https://smkwksby.sch.id/casino/ slot thailand mpo slot