ინფორმაცია მომხმარებლებისთვის |
მომხმარებლის უფლებები:
1)მომხამრებელი უფლებამოსილია სავარუდო საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს რეაგირებისათვის კონფიდენციალურობის პირობების დაცვით.
2)მომხმარებელს აქვს უფლება მოიხმაროს მხოლოდ ისეთი პროდუქტი, რომელიც უსაფრთხოა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და საკუთრებისთვის.
3)მომხმარებელი უფლებამოსილია სათამაშოებზე დატანილ გამაფრთხილებელ ნიშნებს, ასევე ინსტრუქციას და უსაფრთხო მოხმარების წესებს გაეცნოს სახელმწიფო ენაზე.
4)მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს ვის მიერ წარმოებულ და იმპორტირებულ სამომხმრაბელო პრდუქტს მოიხმარს და საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს მათთან დაკავშირების შესაძლებლობა.
5)მომხმარებელი აქვს უფლება მოიხმაროს მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელიც შემოწმებულია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
1)პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის მონაცემები (სახელი, სავაჭრო სახელი ან ნიშანი და ზუსტი მისამართი სადაც დაკავშირება შეიძლება), პროდუქტის ტიპი, სერია, პარტია და მოდელის ნომერი.
2)პროდუქტს თან უნდა ახლდეს უსაფრთხოების შესახებ ინფრომაცია და მოხმარების ინსტრუქციები ქართულ ენაზე.
3)პროდუქტზე ან შეფუთვაზე დატანილ უნდა იყოს იმპორტიორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფრომაცია.
4)პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები იმ საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სათამაშომ. გაფრთხილებები შეიძლება დატანილი იყოს როგორც წარწერების სახით, ისე პიქტოგრამების ან ორივე ერთად.
5)პროდუქტზე ინფრომაცია იმგვარად უნდა იყოს დატანილი, რომ აღსაქმელად და გასარჩევად იყოს მარტივი.