პლასტმასის მილები |
პლასტმასის მილების (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია: 3917) იმპორტირებისა და ბაზარზე რეალიზაციისთვის პლასტმასის მილის თითოეულ პარტიას თან უნდა დაერთოს ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) სამშენებლო პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
გ) ტექნიკური პირობები, რომელსაც სამშენებლო პროდუქტი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) პროდუქტის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები;
ე) პროდუქტის დანიშნულების მიხედვით გამოყენება.