50-ე დადგენილების შესახებ ინფორმაცია | |
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N50 დადგენილება განსაზღვრავს
იმ მაღალგანვითარებულ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა კანონმდებლობას, შესაბამისობის
შეფასების დოკუმენტაციას და შესაბამის ნიშანდებას საქართველო აღიარებს და მათი დაშვება
ბაზარზე ხდება დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე. თუმცა, აუცილებელია
დადასტურდეს, რომ აღნიშნული პროდუქცია იწარმოა უშუალოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული
რომელიმე ქვეყნის ბაზარზე განსათავსებლად, ან/და აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების
შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 50-ე დადგენილება -
იხილეთ ბმული